ფოთის „ცხელების კლინიკაში” მოთავსებულ სამ პაციენტს, რომელთა შორის 7 თვის ბავშვია, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ,,ცხელების კლინიკაში” მოთავსებულ სამ პაციენტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მათ შორის ერთი 7 თვის გოგონაა.
ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბოქსირებულ პალატებში ორი პაციენტი იმყოფება. მისივე თქმით, მათი ნიმუშები გამოსაკვლევად უკვე გაიგზავნა.
„სამ პაციენტს ფოთიდან კორონავირუსი არ დაუდასტურდა და გაეწერნენ. ესენი არიან: 7 თვის გოგონა, 14 წლის ბიჭი და 55 წლის მამაკაცი. ამჯერად კლინიკაში გვყავს ორი პაციენტი : 47 წლის ქალი ლანჩხუთიდან და 11თვის გოგონა ფოთიდან. ისინი ცხელებითა და სხვა რესპირატორული სიმპტომებით შემოიყვანეს. მოთავსებული არიან ბოქსირებულ პალატებში და მათი ნიმუშები ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ" კვლევისთვის იყო გაგზავნა. ველოდებით პასუხებს, “- განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

























