ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების ოჯახის წევრებმა აჭარის მთავრობის შენობიდან რუსთაველის ქუჩაზე გადაინაცვლეს

ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების ოჯახის წევრებმა აჭარის მთავრობის შენობიდან რუსთაველის ქუჩაზე გადაინაცვლეს

ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების - რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრებმა აჭარის მთავრობის შენობიდან რუსთაველის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ისინი მსვლელობას შეძახილებით აწყობენ.

მათი განცხადებით, აღნიშნული ორი პირი უკანონოდ არის დაკავებული და ინციდენტში მონაწილე მეორე მხარეს ხელისუფლება მფარველობს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ მოხდეს რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. სიტუაცია პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა.

ცნობისთვის, ხულიგნობის ბრალდებით ორი პირი 5 მაისს დააკავეს.