ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ქსელის გეგმური, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მაისს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათივე ინფორამციით, 10:00-დან 18:30 საათმდე ელექტროენერგია შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში, ჩალიპირებში, ტოიოტას ცენტრის დასახლებაში, აღმაშენებლის ხეივანზე, დიდი დიღმის ტერიტორიასა და მიმდებარედ. 10:00-დან 19:00 საათების შუალედში თითო საათით აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ანანური, ციხისძირი, დგნალი, ფიტავი, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წეროვანი, წილკანი, გოროვანი, სხალტბა, ჩარდახი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.