აჭარის მთავრობის სახლთან, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები და ნათესავები საპროტესტო აქციას მართავენ.

შეკრებილები აჭარის მთავრობას პასუხის გასაცემად ერთ საათს აძლევენ. აქციის მონაწილეების თქმით, ერთი საათის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გეგმები აქვთ.

მათ მიაჩნიათ, რომ დაკავებულები უდანაშაულოები არიან.

„ერთ საათს ვაძლევთ დროს და გვიპასუხონ, ათავისუფლებენ თუ არა უდანაშაულო ბიჭებს, ერთ საათში გავაკეთებთ განცხადებას, თუ რას მოვიმოქმედებთ", - ამბობს დაკავებულის ძმა ფირუზ წულუკიძე.

ცნობისთვის, აღნიშნული პირები მიმდინარე წლის 5 მაისს ახალგაზრდების შორის დაპირისპირების ფაქტზე დააკავეს.