აჭარაში ადმინისტრაციული შენობები და ბათუმის ბულვარი საქართველოს დროშებით გაფორმდა

აჭარაში ადმინისტრაციული შენობები და ბათუმის ბულვარი საქართველოს დროშებით გაფორმდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული შენობები საქართველოს დროშებით გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დროშები გადმოიფინა ბათუმის ბულვარის სიმბოლოდ ქცეულ ისტორიულ კოლონადებზეც. ერთი დღით კი ბულვარის მოცეკვავე შადრევნებზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება.