არჩილ ჯაფარიძე ლენტეხში, სტიქიის ადგილზე მდგომარეობას გაეცნო

არჩილ ჯაფარიძე ლენტეხში, სტიქიის ადგილზე მდგომარეობას გაეცნო

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სამი დღის მანძილზე გადაუღებელი წვიმის შედეგად, სოფელ ტვიბში მდინარე მუხრა ადიდდა, რომელიც საავტომობილო გზაზე გადავიდა და სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მათი ინფორმაციით, უამინდობოს გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება დაზიანებული გზის აღდგენა, ხოლო სოფელთან დაკავშირება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის არის შესაძლებელი.

„ადგილზე მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გაზდელიანთან ერთად იმყოფება სამუშაოების დაგეგმვის მიზნით. კალაპოტში წყლის დონის შემცირებისთანავე შესაძლებელი იქნება, სოფელ ტვიბის მიმართულებით გადაადგილება სრულად აღდგეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.