დე-ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსული მოქალაქეების რეგიონში დასაბრუნებლად ე.წ. „საზღვარს“ ხსნის

„აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში მკურნალობდნენ, სამშობლოში დაბრუნებას 26 მაისიდან შეძლებენ,”- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ენგურის“ საგუშაგოზე ყველა მოქალაქეს ექიმები შეამოწებენ და კორონავირუსის სიმპტომების არსებობის შეთხვევაში COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდება.
გარდა ამისა, ლუდმილა სკორიკის განმარტებით, აფხაზეთში შესული მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას გაივლიან.
შეგახსენებთ, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი 14 მარტს ჩაკეტა.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფზახეთში კორონავირუსის 28 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 14 და დაიღუპა ერთი ადამიანი.

























