გუდაურში კაფე “ვიტამინი” დაიწვა

გუდაურში კაფე “ვიტამინი” დაიწვა. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 112-ში შეტყობინება არ შესულა.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივმა მეხანძრე-მაშველებმა კვამლი შენიშნეს, ადგილზე მისულებს კი კაფე დამწვარი დახვდათ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის ტერიტორიაზე ღია ცეცხლი არ არის, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

























