ანონსი 25 მაისი

25 მაისს, 11:00 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ბრიფინგი გაიმართება.
მის: ბოჭორმის ქ. N 12საკონტაქტო: 599437403
25 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
25 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, „კონსერვატორი“ ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
მის: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565
25 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
25 მაისს, 13:30 სააათზე, ზუგდიდში, პოლიციის სამმართველოში, "ევროპული საქართველოს" საკრებულოს წევრი ბათლომე შელია დაიბარეს.
საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08
მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
25 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)
25 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივრის განხილვა იწყება.
25 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია ბრიფინგს გსმართავს.
თემა: ახალი ინიციატივა, კანონპროექტი რომლის მიხედვით პენსიონრები საერთო სასამართლოებში სარჩელების წარგენისას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდებიან.
მის: პარლამენტი, ბიუროს ოთახის წინ.
საკონტაქტო: სოსო ლაფანაშვილი - 558 002009
25 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)
25 მაისს, 15:00 საათზე, World Vision საქართველო N143 საჯარო სკოლას და მოსწავლეებს კომპიუტერებს გადაცემს.
25 მაისს, 15:00 საათზე, გორის რაიონულ სასამართლოში გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
25 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელზეც მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება.
საკონტაქტო: 599 85 47 22
25 მაისს, 23:00 საათზე, ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის წინ მხარდამჭერებთან ერთად 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს გაიხსენებს.

























