დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ცაგერში, სოფელ ლუხვანოში 5 მცირეწლოვანს კომპიუტერი და სურსათი გადასცა

დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ცაგერში, სოფელ ლუხვანოში 5 მცირეწლოვანს კომპიუტერი და სურსათი გადასცა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოში მცხოვრებ, 5 მცირეწლოვან ბავშვს საჩუქრები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ლეთოდიანების ოჯახს დეპუტატმა პერსონალური კომპიუტერი და სურსათი გადასცა.

მათივე ცნობით, ლუხვანოში მცხოვრებ ბავშვებს, საჩუქრები მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა მიუტანეს და მათ საჭიროებებზე გაესაუბრნენ.