უბედური შემთხვევის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 80 წლამდე ასაკის ქალი მდინარეში დაიხრჩო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, მდინარე ათრევში 80 წლამდე ასაკის ქალი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მას ფეხი დაუცდა, მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო.
როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

























