ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. „სპუტნიკ აფხაზია“ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, 90 ადამიანს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც, ინფექცია ერთ ადამიანს დაუდასტურდა.

დაინფიცირებული პაციენტი რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღევანდელი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ით დაინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული.