საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი იმყოფება

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი იმყოფება

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი იმყოფება. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შევიდა, მას ანალიზი აუღეს და კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამედიცინი ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, პაციენტი თვითიზოლაციაში იყო და კონტაქტები არ აქვს. სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით სხვა პაციენტებიც ყავდათ, მათ ვირუსი არ აღმოაჩნდათ.