ფოთის ე.წ. ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით 6 პაციენტი, მათ შორის ორი მცირეწლოვანია მოთავსებული

ფოთის ,,ცხელების ცენტრში“ ამ დროისთვის 6 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ორი ბავშვია. ყველა მათგანს ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.
ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, პაციენტების ნაწილის ბიოლოგიური მასალა კვლევისთვის უკვე გაიგზავნა, ნაწილს კი ხვალ გამოიკვლევენ.
,,ჩვენთან ბოქსირებულ პალატებში 6 პაციენტია მოთავსებული. ორი პაციენტის -30 წლის მამაკაცისა და ერთი წლის და 7 თვის ბავშვის ნიმუში დილით გაიგზავნა კვლევისთვის ლაბორატორიაში და პასუხებს ველოდებით. ისინი გუშინ ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით შემოიყვანეს. დღეს კი ანალოგიური სიმპტომებით დაგვემატა ფოთიდან 4 პაციენტი - 13 წლის ბიჭი, 48 და 71 წლის მამაკაცები და 66 წლის ქალი. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ” კვლევისთვის ხვალ გაიგზავნება. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

























