ნადარბაზევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნადარბაზევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნადარბაზევში შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რასაც 784 221 ლარი მოხმარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთების სიგრძე ჯამში 2 532 მეტრია.

„გზის აღნიშნულ მონაკვეთებს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია არ ჩატარებია. დაზიანებული საფარი გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მძღოლებსა და ქვეითებს. გარდა გზების რეაბილიტაციისა, ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობაც მიმდინარეობს“,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.