თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მესამე დღეა კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მესამე დღეა კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. როგორც „ინტერპრესნიუსს" მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, გუშინ, 33 ტესტის პასუხიდან ყველა უარყოფითი იყო, დღეს დილით კი 9 საკვლევი მასალის ტესტირების პასუხი გახდა ცნობილი და კოვიდ-19-ზე ცხრავე უარყოფითია.
დღეისთვის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა. ერთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა და დღეისათვის უკვე 11-ია. კარანტინში 16 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 34, სტაციონაში მკურნალობას 43 პირი გადის. თერმოსკრინინგი 14 971 პირს ჩაუტარდა, პი-სი-არ ტესტირება კი ჯამში 388-ს.

























