რუსთავში ხეების შეწამვლის სამუშაოები ჩატარდა

რუსთავის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, ხეების შეწამვლის სამუშაოები ჩატარდა,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” რუსთავის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, წიწვოვანი ნარგავები კოსტავას გამზირზე, რუსთაველისა და ფიროსმანის ქუჩებზე შეიწამლა.
„ხე-მცენარეები ,,რუსთავსერვის ცენტრმა’’ სურსათის ეროვნულის სააგენტოს კუთვნილი სპეცტექნიკით შეწამლა. სამუშაოებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ ხელმძღვანელ გიორგი გოროზიასთან ერთად დაესწრო. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ხე-მცენარეები ასევე შეიწამლა თბილისის, შარტავას და მეგობრობის ქუჩებზე. რუსთავის მერის განცხადებით, მსგავსი სანიტარული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქში ხე-მცენარეების დაავადების გავრცელების პრევენციას და ჯანსაღი წიწვოვანი ნარგავების შენარჩუნებას. ბიოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატების გამოყენებით, ხეების შეწამვლის სამუშაოები, ქალაქის მასშტაბით, მესამე წელია ტარდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























