ნურისა და არდაგანის ტბებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ნურისა და არდაგანის ტბების ირგვლივ მექანიკური გაწმენდა ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სპეციალისტები ტბებს შლამისაგან, ნარჩენებისა და წყალმცენარეებისაგან ათავისუფლებენ, რაც ტბაში ჟანგბადის მოხმარების გადაჭარბებას იწვევს.
"ბათუმის წყლის" თანამშრომლები ტბებზე მონიტორინგსა და გაწმენდით სამუშაოებს ყოველდღიურად ასრულებენ. ასევე, რეგულარულად ხორციელდება ქიმიური ანალიზების აღება. შედეგების თანახმად, წყლის ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობა გაუმჯობესებულია. ნურისა და არდაგანის ტბების გაწმენდითი სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება.

























