ბათუმში, ოთხი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ოთხი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ოთხი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.