ორი კვირაა აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ორი კვირაა აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

აჭარაში ლაბორატორიული კვლევა 391 პირს ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბათუმის "ცხელების ცენტრში" საეჭვო ნიშნის მქონე 20 პირს სინჯები უკვე აუღეს და დღის განმავლობაში, კვლევის შედეგები გახდება ცნობილი.

"დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 391 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. „ცხელების კლინიკებში“ მოთავსებულია 20 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს გადის 4 ინფიცირებული პაციენტი. ჯამში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 60-მა პაციენტმა. 30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა14 მარტს(იმპორტირებული). დღემდე რეგიონში ვირუსი გაუდგინდა71 ადამიანს. აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1438 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 5555-მა პირმა,- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.