"მედალფას" კლინიკური მენეჯერი - სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას უახლოეს პერიოდში ველოდებით, მეოთხეს კორონავირუსი აღარ აქვს, თუმცა განუვითარდა ინსულტი

"მედალფას" კლინიკური მენეჯერი - სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას უახლოეს პერიოდში ველოდებით, მეოთხეს კორონავირუსი აღარ აქვს, თუმცა განუვითარდა ინსულტი

აჭარაში კორონავირუსისგან სამი პირის გამოჯანმრთელებას უახლოეს პერიოდში ველოდებით , - ამის შესახებ კლინიკა "მედალფას" კლინიკურმა მენეჯერმა ლევან ანთაძემ განაცხადა.

ლევან ანთაძის თქმით, ერთმა პირმა კორონავირუსი დაამარცხა, თუმცა ინსულტი განუვითარდა და მას მეთვალყურეობა სჭირდება.

"4 პაციენტი რჩება, აქედან სამის გამოჯანმრთელებას უახლოეს პერიოდში ველოდებით. რაც შეეხება მეოთხეს, მას კორონავირუსი აღარ აქვს, თუმცა განუვითარდა ინსულტი და ესაჭიროება სხვა კლინიკაში, ან სახლში მეთვალყურეობის ქვეშ გადაყვანა. აღნიშნული პაციენტი საქართველო-ამერიკის მოქალაქეა, რომელიც ერთ თვეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იყო", - განაცხადა ლევან ანთაძემ.

ცნობისთვის, აჭარაში საკარანტინე სივრცეში 1639 პირი რჩება. კორონავირუსისგან 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა.