აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსისგან ჯამში 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსისგან აჭარის რეგიონში მცხოვრები კიდევ სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ისინი ქუთაისისა და თბილისის კლინიკებში მკურნალობდნენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში საერთო ჯამში 60-მა პირმა დაამარცხა კორონავირუსი.
მათივე ცნობით, კლინიკა „მედალფაში" ოთხი ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
რაც შეეხება საკარანტინე სივრცეს, იქ 1639 პირი იმყოფება.
აჭარაში კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევა სულ 5000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და თავშესაფარში მყოფები იყვნენ.
იხილეთ ვიდეო: კორონავირუსი აჭარის რეგიონის კიდევ სამმა მკვიდრმა დაამარცხა

























