ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეტაში მცხოვრებს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს” ბოლნისის მუნიციპალიტეტში განუცხადეს, ჯამში 48 პირი გამოიკვლიეს და მათგან მხოლოდ ერთზე მიიღეს დადებითი პასუხი.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 122 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 46 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

























