თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა, თუმცა, ბლოკ-პოსტი კვლავ დარჩება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა, თუმცა, ბლოკ-პოსტი კვლავ დარჩება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს" ღვანკითის გამგებელმა ტარიელ კუბლაშვილმა განუცხადა, სოფლის შესასვლელთან ბლოკ-პოსტი კვლავაც დარჩება და მოქალაქეებს სოფელში შესვლისა და გამოსვლისას თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილს 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოწყობილი იყო 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდებოდა და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ ჰქონდა. აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო გატარდა.

იხილეთ ვიდეო: თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა