ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ტესტი 17 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ერთ-ერთს ვირუსი დაუდასტურდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, პაციენტი გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 6 პაციენტი მკურნალობს.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 10 შემთხვევაა დადასტურებული. 2 პაციენტი, მათ შორის ერთ-ერთი 95 წლის ქალი, უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსს 1 ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო: აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა