ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, კლინიკაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი მკურნალობს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ნადირაძემ აღნიშნა, ინფექციური საავადმყოფო უკვე 36-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა და დღეს კიდევ ერთი პაციენტი გაეწერება.
„ამჟამად კლინიკაში 4 პაციენტი იმყოფება, დანარჩენი ყველა გამოჯანმრთელდა, 36 კოვიდდადასტურებული პაციენტი გვყავს გაწერილი. მთელი მედპერსონალი გამოკვლეულია და ყველას პასუხი არის უარყოფითი. დღეს ეწერება ერთი პაციენტი და დაგვრჩება 4 პაციენტი,“ - განაცხადა თემურ ნადირაძემ.

























