აჭარაში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, კლინიკა „მედალფაში“ 15 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

აჭარაში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, კლინიკა „მედალფაში“ 15 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "მედალფას“ რეგიონალურმა დირექტორმა ლევან ანთაძემ განუცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

„დღევანდელი მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში 15 პაციენტია მოთავსებული, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, კრიტიკულად შეფასდეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტი „ქობულეთის კლასტერს“ მიეკუთვნება.

კიდევ ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სხვების კი, დამაკმაყოფილებელი. რამდენიმე პაციენტი ასევე PCR ტესტის პასუხს დღის განმავლობაში ელოდება. ასევე, შესაძლოა, ამ დღეებში რამდენიმე პაციენტიც გაეწეროს. გიდასტურებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენთან კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, - აცხადებს ლევან ანთაძე.