ბოლნისსა და თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები მესამე დღეა აღარ დაფიქსირებულა

ბოლნისსა და თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები მესამე დღეა აღარ დაფიქსირებულა, მარნეულში აღებული ნიმუშებზე კვლევის პასუხებს კი დღის ბოლოს ელოდებიან. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს. მარნეულში, გუშინ აღებული 437 ნიმუშიდან, 90%-ზე უარყოფითი პასუხია კორონავირუსზე, დანარჩენზე კი პასუხებს დღის მეორე ნახევარში ელოდებიან. ამასთანავე, უკვე ერთი კვირაა რაც ახალი შემთხვევა არც რუსთავში არ ფიქსირდება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის COVID-19-ის 120 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 25 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა, თეთრიწყაროში 47 პირია ინფიცირებული, მარნეულში 23 ინფიცირებულია და მათგან 15 გამოჯანმრთელებული, ხოლო რუსთავში 9 ინფიცირებულიდან 8 გამოჯანმრთელდა.

























