ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა კომპანიის წარმომადგენლებს მოუწოდეს დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომელიც მკაცრად იქნება გაკონტროლებული შესაბამისი სამსახურების მიერ. ასევე სულ მალე განახლდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც.