არჩილ ჯაფარიძე -  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა

არჩილ ჯაფარიძე -  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა

სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში განახლდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქ.ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები დაათვალიერა.

რწმუნებული ასევე, ამბროლაურში მდინარე კრიხულაზე დამცავი კედლის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო.

"ყველა დაკონტრაქტებულ პროექტზე განახლდება სამუშაოები, თუ კი დაიცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. არსებული მოთხოვნების შესრულებას ჩვენ მკაცრად გავაკონტროლებთ" , - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.