გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ტყიბულში იმყოფებოდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ტყიბულში იმყოფებოდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დღეს ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ტყიბულში იმყოფებოდნენ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულმა და მინისტრის მოადგილემ ბაღდათისა და სამტრედიის აგრარულ ბაზარებში, პირადად დაათვალიერეს არის თუ არა დაცული საკოორდინაციო საბჭოს რეკომდენაციები სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებით.

სოლომონ პავლიაშვილმა და ზვიად შალამბერიძემ ასევე ვანის აგრარული ბაზარი შეამოწმეს, რომელიც წინა კვირას გაიხსნა.

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, აგრარული ბაზრები უკვე თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს და მიმდინარეობს მონიტორინგი, რამდენად არის დაცული წესები და რეკომენდაციები.

„აგრარული ბაზარი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გავხსენით უკვე, დღეს გაიხსნა ბაღდათში, ხვალიდან გაიხსნება ტყიბულშიც და ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ, რომ ყველა მათგანმა მაქსიმალურად დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები", - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.