აჭარაში მებაჟეების, აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში დასაქმებულთა ლაბორატორიული კვლევა იგეგმება

აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით ლაბორატორიული კვლევა 292 პირს ჩაუტარდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კვლევის შედეგად კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა. უწყების ცნობით, ერთ კვირაზე მეტია, რაც აჭარაში კორონავირუსი არ დაფიქისირებულა.
კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსით 15 ინფიცირებული მკურნალობს.
აჭარაში 5000-მდე პირს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, მათ შორის 1000 სამედიცინო პერსონალია. სამომავლოდ, მებაჟეების, აფთიაქსა და სუპერმარკეტებში დასაქმებულთა ლაბორატორიული კვლევა იგეგმება.

























