ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კარანტინში 175 ადამიანი იმყოფება

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კარანტინში 175 ადამიანი იმყოფება. ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მარინა კოჩიევას განცხადებით, 160 სტუდენტს, რომლებიც „რესპუბლიკაში“ მიმდინარე კვირაში დაბრუნდნენ, ვირუსზე სინჯს უღებენ.
კოჩიევას თქმით, ეს იყო ყველაზე მასშტაბური შესვლა „სამხრეთ ოსეთში“. თუმცა, მისი ინფორმაციით, 17-20 სტუდენტის შესვლა „რესპუბლიკაში“ უახლოეს დღეებში იგეგმება.
„ყველა მოქალაქე, რომელსაც "კოვიდ-19" ლაბორატორიულად დაუმტკიცდა და ისინიც, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ“ , - განაცხადა კოჩიევამ.
7 მაისის მონაცემებით, კორონავირუსი 11 ადამიანს აქვს დადასტურებული.

























