აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა პირებმა, ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის წარმომადგენლებთან პანდემიასთან დაკავშირებით, ვიდეო შეხვედრა გამართეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა პირებმა, ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის წარმომადგენლებთან პანდემიასთან დაკავშირებით, ვიდეო შეხვედრა გამართეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის / IRE ხელმძღვანელთან, პროფესორ ფრანც შაუსბერგერთან, IRE-ს გენერალურ მდივანთან, დოქტორ იოახიმ ფრიცთან და ავსტრიის კანცლერის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან, ინეს ეთლთან ვიდეო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ვიდეო შეხვედრაზე მხარეებმა COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და აჭარის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს მხარდაჭერა და ზალცბურგში დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვიეს, რომელიც სექტემბერში გაიმართება. აღნიშნული კონფერენცია ევროპის მასშტაბით პირველი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც პანდემიის შედეგებს განიხილავს. კონფერენცია ავსტრიის პრეზიდენტისა და ფედერალური კანცლერის პატრონაჟით ხორციელდება“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.