არჩილ ჯაფარიძე ონის საავადმყოფოს ბაზაზე არსებულ „ცხელების ცენტრს" მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ეწვია

სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძე ონის საავადმყოფოს ბაზაზე არსებულ „ცხელების ცენტრს" მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ეწვია, არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გაეცნო და მედ-პერსონალს უსაფრთხოებისთვის აუცილებელი აღჭურვილობა გადასცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახემწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ამჟამად, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ცხელების ცენტრში პაციენტები არ იმყოფებიან.
რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციასა და კარანტინში არც ერთი პირი არ იმყოფება. ონის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგიც დასრულდა, შემოწმების შედეგად არც ერთ პაციენტს ცხელება არ დაუდასტურდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

























