თუშეთის გზაზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები დილიდან განახლდება

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქე ამ დრომდე ნაპოვნი არ არის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ბრიგადები სამძებრო სამუშაოებს ხვალ დილით განაახლებენ, დღეს ღმე კი სამუშაოები ძლიერი ნალექის გამო შეჩერდება.
ცნობისთვის, თუშეთის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში გუშინ შევიდა. ზარის ინიციატორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე, მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

























