თეთრიწყაროს მერის ინფორმაციით, ინფიცირებული ორი მცირეწლოვანი ე.წ.მედიკოსთა კლასტერს უკავშირდება

თეთრიწყაროს მერის ინფორმაციით, ინფიცირებული ორი მცირეწლოვანი ე.წ.მედიკოსთა კლასტერს უკავშირდება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ქორიძის განცხადებით, ინფიცირებული ორი მცირეწლოვანი ე.წ.მედიკოსთა კლასტერს უკავშირდება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქორიძე განმარტავს, აღნიშნული პირები თეთრიწყაროდან ანაკლიის საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ.

„გუშინ საღამოს 2 ახალი შემთხვევა დაგვემატა და საერთო ჯამში, 47 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. საკარანტინე სივრცეში გადაყვანილი პირებიდან 4 და 7 წლის ბავშვებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი მედიკოსთა კლასტერს განეკუთვნებიან. აღნიშნული პირები რამდენიმე დღის წინ, თეთრწყაროდან ანაკლიიის საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს და შემდეგ გადმოიყვანეს თბილისში. ამ დროისთვის 227 ადამიანი გვყავს თვითიზოლაციაში, კარანტინში კი 111 ადამიანი იმყოფება. პარალელურ რეჟმში, სადაც covid19 გამოვლინდა, თერმოსკრინინგი მიმდინარეობს და 8610 ადამიანს ჩაუატარდა თერმოსკრინინგი, სიცხე არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა. პარალელურად, მიმდინარეობს სადიზინფექციო სამუშაოები, როგორც ადმინისტრაციული შენობების, ასევე ბაზრების, მაღაზიების, ასევე იმ სახლებს ჩაუტარდა დეზინფექცია, საიდანაც ადამიანები ვირუსით წაიყვანეს. პარალელურ რეჟმში, ამ კვირის ბოლოს მოწყვლად ჯგუფებზე სოციალური დახმარების - სასურსათო პაკეტების გაცემას დავიწყებთ. ამასთან, ხვალიდან მასიურად ვიწყებთ PCR ტესტების აღებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეპიდემიოლოგების მიერ არიან შერჩეული“, - აცხადებს ქორიძე.