ფოთში 6 პირს, მათ შორის 9 თვის ბავშვს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 6 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მათ შორის ერთი 9 თვის გოგონაა.
ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის ,,ცხელების კლინიკაში“ შვიდი პაციენტია მოთავსებული, აქედან ხუთის ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა. მათივე თქმით, 2 პაციენტს ,,კოვიდ 19“-ზე კვლევა დილით ჩაუტარდება და შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
„ლაბორატორიიდან 6 პაციენტის უარყოფითი პასუხი მივიღეთ. დილით დაიტესტა კიდევ 5 პაციენტი - 87 და 75 წლის მამაკაცები ლანჩხუთიდან, 33 წლის ქალი, 1 წლის ბიჭი, წლის და 11 თვის ბიჭი ფოთიდან. მოგვიანებით მივიღეთ ორი პაციენტი- 27 წლის კაცი ფოთიდან და 10 წლის გოგონა ჭალადიდიდან. ესენი დილით დაიტესტებიან. ყველა პაციენტს ცხელება აღენიშნება“ , - განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

























