ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე კვლევა კიდევ 86 პირს ჩაუტარდება

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე დღეს კიდევ 86 პაციენტს ჩაუტარდება კვლევა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, კვლევა ჩაუტარდება ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონიდან 73 ადამიანს, ხოლო რუხის, „ევექსის“ და სენაკის „ცხელების ცენტრებიდან“ 13 პაციენტს.
გუშინ გამოკვლეული 135 პირიდან კორონავირუსი არც ერთს დადასტურებია. გამოკვლეულთა შორის იყვნენ როგორც ზუგდიდის მედიკოსები, ასევე წალენჯიხიდან, ზუგდიდის „112“-ის ფილიალებიდან და დევნილთა პოლიკლინიკებიდან ექიმები.
ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ სულ 135 ბიოლოგიური მასალა შევიდა. ინფექციურ საავადმყოფოში უკვე ერთი კვირაა covid19-ზე PCR კვლევები ტარდება. სულ გამოკვლეულია 300-დე პირი. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

























