ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ქველმოქმედებით, 200 ოჯახს სასურსათო პაკეტი მიეწოდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ქველმოქმედებით, 200 ოჯახს სასურსათო პაკეტი მიეწოდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერა გრძელდება.

მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე ა(ა)იპ სამსახურების თანამშრომლების ქველმოქმედებით, სასურსათო ნობათსა და ჰიგიენურ საშუალებებს 200 ოჯახი მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ეტაპობრივად სახლში მიუტანენ.