ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 142 პირი იმყოფება

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 142 პირი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 142 პირი იმყოფება. ამასთან, რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 174 პირია თვითიზოლაციაში, თვითიზოლაცია მოეხსნა 889 მოქალაქეს.

მათივე ცნობით, ტესტირებისთვის გუშინ 156 ნიმუში გაიგზავნა. 97 პასუხი უარყოფითია. დანარჩენის პასუხებს კი დღეს ელოდებიან.

რაც შეეხება ჯარიმებს, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განმარტავენ, საქართველოს პრეზიდენტის, 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N 181 დადგენილებით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, კერძოდ, საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის 2 პირი დაჯარიმდა.