რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა

რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა

რუსთავში, კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტიდან კიდევ ერთი გამოჯანმრთელდა.

გამოჯანმრთელებული რუსთავის საკრებულოს დეპუტატის შვილია. ის კლინიკიდან უკვე გაწერეს. 13 წლის მოზარდი მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.

დღემდე რუსთავში კორონავირუსის ცხრა დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან რვა, მათ შორის რუსთავის საკრებულოს დეპუტატი განიკურნა.

რუსთავში, საჯარო მოხელეს COVID-19 ლაბორატორიული კვლევის შედეგად 2 აპრილს დაუდასტურდა. თავდაპირველად ვირუსით დეპუტატის დედა დაინფიცირდა, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია, მოგვიანებით კი კოვიდ 19 თავად დეპუტატს, მამას და ორ შვილს დაუდგინდა. ოჯახის ხუთივე წევრი სრულად გამოჯანმრთელდა.