ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეულ 57 პაციენტს აღნიშნული ინფექცია არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე  გამოკვლეულ 57 პაციენტს აღნიშნული ინფექცია არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე დღეს გამოკვლეულ 57 პაციენტს აღნიშნული ინფექცია არ დაუდასტურდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გამოკვლეულთა შორის 112-ის ზუგდიდის ფილიალის 17 მედიკოსი და სენაკის ცხელების კლინიკის 6 ექიმი იყო. დანარჩენი სხვა პაციენტები საკარანტინო სივრციდან და ცხელების ცენტრებიდან იყვნენ.

ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ამ დრომდე 250-მდე პაციენტია გამოკვლეული. ლაბორატორიაში covid 19-ზე PCR ტექნოლოგიით კვლევები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.