ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 144 პირი იმყოფება

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 144 პირი იმყოფება

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 144 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 174 ადამიანია თვითიზოლაციაში.

სამეგრელოს რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, თვითიზოლაცია მოეხსნა 889 მოქალაქეს, ხოლო გუშინ რეგიონიდან გაგზავნილი 71 ნიმუშიდან, ყველა პასუხი უარყოფითია.

„საქართველოს პრეზიდენტის, 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N 181 დადგენილებით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის დაჯარიმებულ იქნა 5 პირი, კერძოდ: ავტომობილით მოძრაობისას სოციალური დისტანცირების წესების დარღვევისათვის - 1 პირი; საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის - 4 პირი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.