ხურვალეთში, მავთულხლართების მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილმა და რძალმა ცხინვალის იზოლატორი დატოვეს

ხურვალეთში, მავთულხლართების მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილმა და რძალმა ცხინვალის იზოლატორი დატოვეს

ხურვალეთში, მავთულხლართების მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ორკვირიანი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ვანიშვილებთან სამედიცინო გადამოწმების მოტივით 17 აპრილს მივიდნენ, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ დათა ვანიშვილის შვილიშვილს, ახალგაზრდა მამაკაცს ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის გამოც კარანტინს ექვემდებარებოდა. ის ცხინვალში, ორკვირიან კარანტინში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს მალხაზ ვანიშვილის მეუღლეც წაიყვანეს.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ცხინვალი უკვე დატოვა.