ქუთაისში მეეზოვეებს „გვირილობა“ მიულოცეს

ქუთაისში მეეზოვეებს „გვირილობა“ მიულოცეს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა მეეზოვე ქალებს „გვირილობა“ მიულოცეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ქუთაისის მერიიდან აცნობეს. მათი ცნობით, წელს ქუთაისი უჩვეულოდ აღნიშნავს ქალაქის დღესასწაულს - „ორმაისობა-გვირილობა“ მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის, კორონავირუსის პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

,,ქალაქის ყოველი დილა სწორედ მეეზოვეების შრომით იწყება, ახლა კი, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, მათი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამიტომაც, წლევანდელი 2 მაისი მათთან სტუმრობით დაიწყო", - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

მეეზოვე ქალებს დავით ერემეიშვილმა და იოსებ ხახალეიშვილმა თაიგულები მიართვეს და ქალაქის სისუფთავესა და იერსახეზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.