ამბროლაურის მერი მუნიციპალიტეტში მიმდინარე თერმოსკრინინგის პროცესს გაეცნო

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე თერმოსკრინინგის პროცესს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თერმოსკრინინგი ახალი COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა.
როგორც ამბროლაურის მერიაში განმარტავენ, ოჯახების კარდაკარ შემოვლით, სწავლობენ მოსახლეობის საჭიროებებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც მიზნად ისახავს რისკფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას. დღეს შემოვლა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში განხორციელდა: I ტოლა, ლიხეთი, აგარა, ველევი, თხმორი, პატარა ჩორჯო, ბუგეული, ნიკორწმინდა.

























