ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. პაციენტები ე.წ. ვანის კლასტერს წარმოადგენდნენ.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 16 პაციენტი რჩება. ერთ საეჭვო პაციენტზე ანალიზის პასუხს კლინიკაში დღის ბოლოს მიიღებენ.