გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექთნის ინფიცირების გამო, რამდენიმე სოფლის ჩაკეტვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გუბერნატორი არ ადასტურებს

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექთნის ინფიცირების გამო, რამდენიმე სოფლის ჩაკეტვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გუბერნატორი არ ადასტურებს

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექთნის ინფიცირების გამო, გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის ჩაკეტვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიგი ხოჯევანიშვილი არ ადასტურებს. როგორც ხოჯევანიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, ახალი შემთხვევების კონტაქტები მოძიებულია და აღებული 23 ანალიზიდან ყველას შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მოვიდა.

„რამდენიმე სოფლის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ამის საჭიროება არ არის, რადგან დამატებით კონტაქტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ხვალ და თუ რამე შეიცვლება, შეიძლება ეს განვიხილოთ, მაგრამ ამ დროისთვის, არ იგეგმება. ბუნებრივია, მუშაობა გრძელლდება, თუმცა, ყველა ძირითადი კონტაქტი მოძიებულია. გუშინ 4 ახალი შემთხვევა გვქონდა, ამ 4 შემთხვევის გარშემო ეპიდკვლევა ჩატარდა, დამატებით 23 ანალიზია აღებული და დღეს ყველზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, ანუ არც ერთს არ დაუდასტურდა covid19“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად თვითიზოლაციაში 80 ადამიანი იმყოფება.