ფოთში კორონავირუსზე  29 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან

ფოთში კორონავირუსზე  29 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან

ფოთში, COVID19-ზე 29 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. აქედან სამი ,,ცხელების კლინიკის“ პაციენტია, დანარჩენი კი სამედიცინო პერსონალი.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ცენტრში აცხადებენ, ამ დროისათვის კოვიდ19 -ზე ფოთში სულ 99 მედიკოსია გამოკვლეული.

,,გუშინ გაგზავნილი 15 ნიმუშის შედეგები ამ დრომდე არ ვიცით. დღეს კი ცხელების ცენტრის 3 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გავაგზავნეთ ლაბორატორიაში , ყველა მათგანს რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. დანარჩენი 11 კი სასწრაფო დახმარების თანამშრომლისაა. აღნიშნული ღონისძიება პრევენციული ხასიათისაა. ჯამში ველოდებით 29 ანალიზის პასუხს. ამ დროისათვის კოვიდ19-ზე ფოთში სულ 99 მედიკოსია გამოკვლეული. მათი დიდი ნაწილის პასუხები უკვე ცნობილია, არც ერთ მათგანს ინფექცია არ დაუდგინდა. რამდენიმე კვლევის შედეგი კი დღეს საღამოს და ხვალ გახდება ცნობილი", - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.